„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე 01.03.2026 12:13

 

ზვავსაშიშროების საფრთხე გუდაური-კობის მონაკვეთზე ისევ მაღალია, აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. ასევე, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე.

„უხვი ნალექისა და დიდთოვლობის გამო გზებზე სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. 24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება. ზვავსაშიშროების გამო შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლასდილის მონაკვეთზე.

უახლოეს საათებში ველოდებით მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის შეზღუდვის მოხსნას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მიმართულებით. მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე გადაადგილების შეზღუდვა ნარჩუნდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე", - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ორმოცაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ