02.03.2026 23:15
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევარში ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით +3, +8°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, ზოგან -15°-მდე, დღისით -5, 0°, ზოგან +5°-მდე.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება
ავტორ(ებ)ი :