05.03.2026 16:08
5 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან ღირსიაშვილს შეხვდა.
გენერალი კობა კობალაძე სტუმარს ესაუბრა იმ მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანთა ჩართულობით ახორციელებს.
კერძოდ, ყურადღება გამახვილდა მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" ეგიდით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში აქტიურად მიმდინარე შეკრებებზე, რომელთა ფარგლებში, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ საცეცხლე მომზადება, დრონების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კიბერუსაფრთხოება.
ლევან ღირსიაშვილმა გამოხატა მხარდაჭერა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაზე და გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში პირადად ესტუმროს გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს.
ავტორ(ებ)ი :