7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი 06.03.2026 22:44

 

ვერძი

სასიყვარულო ურთიერთობაში შესაძლოა, ვნებამ იკლოს და გაუცხოებამ იმატოს, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, პარტნიორების მოუცლელობაა. გირჩევთ, დღევანდელი ენერგია უახლოესი მომავლის დასაგეგმად გამოიყენოთ და უპირატესობა იმ საქმეებს მიანიჭოთ, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ.

ამ დღეს ინტუიციას ნუ ენდობით - ის შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. კარგი იქნება, თუ დიდი ხნის დაგეგმილ შენაძენს განახორციელებთ. მანქანის მართვის დროს გზაზე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ - მთვარისა და იუპიტერის ასპექტი ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს ზრდის.

კურო

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ოპტიმიზმი და გამჭრიახი გონება საინტერესო მოსაუბრედ გაქცევთ. საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ამან შეიძლება ეჭვიანობა და სკანდალები გამოიწვიოს.

თუ თქვენი საქმიანობა პოლიტიკას ან მეცნიერებას უკავშირდება, გარშემო მყოფებისგან პატივისცემას და აღიარებას იგრძნობთ. გადახედეთ ოჯახის ბიუჯეტს და ეცადეთ, ხარჯები შემოსავლებს შეუსაბამოთ. თუ წონაში დაკლებას აპირებთ, კალორიების კონტროლი და ვარჯიში დღეიდან უნდა დაიწყოთ.

ტყუპები

საუკეთესო დროა ვინმეს მოსახიბლად - ეს რომანი, შესაძლოა, ხანგრძლივი და სასურველი აღმოჩნდეს. ენდეთ ინტუიციას და მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. დაივიწყეთ თქვენი თანდაყოლილი მორცხვობა და იმოქმედეთ!

გულკეთილი ადამიანი ხართ და ცდილობთ გარშემო მყოფებს დაეხმაროთ, მაგრამ ეცადეთ, სხვისმა პრობლემებმა საკუთარი არ დაგავიწყოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და საკუთარი იდეები და შეხედულებები დაიცვათ. ასეთი პოზიცია თქვენი პრესტიჟის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხათ, ექიმთან მისვლა არ დააგვიანოთ.

კირჩხიბი

წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გელით, ამიტომ დროა შოპინგი დაგეგმოთ და გარდერობი განაახლოთ. ახლობლებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით, თუმცა საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოთ. ფხიზლად იყავით - ვიღაც თქვენს შეცდომას ჩასაფრებული ელის, ამიტომ ყოველი სიტყვა და ნაბიჯი უნდა აკონტროლოთ. თუ რუტინამ დაგღალათ, გართობისთვის ფულს ნუ დაინანებთ.

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსა და ნერვულ სისტემას - გადატვირთულმა გრაფიკმა და სტრესმა შესაძლოა თავი შეგახსენოთ. სასურველია, შეყვარებულთან ერთად მომავალი უქმეებისთვის ერთობლივი გეგმები შეადგინოთ.

ლომი

ამ დღემ შესაძლოა, ძველი სასიყვარულო თავგადასავლები გაგახსენოთ. რომანტიკული განწყობა ბოლოდროინდელი სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ ძველ მეგობრებს შეხვდებით და გულახდილად ისაუბრებთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ და კოლექტიურ ინტრიგებში ჩართვისგან თავი შეიკავოთ - უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ. ფინანსურ საკითხებში თავშეკავება გამოიჩინეთ - მეგობრებს ფულს ნუ ასესხებთ თუ არ გინდათ, რომ ამის გამო მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს.

ქალწული

იმის ნუ შეგრცხვებათ, რომ გარშემომყოფებისგან განსხვავდებით და საკუთარი თვითმყოფადობა დააფასეთ. ეცადეთ პარტნიორის კრიტიკა გაითვალისწინოთ - იდეალური არავინაა, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლა ყოველთვის შეიძლება. ყურადღებით შეისწავლეთ მიღებული ინფორმაცია - შესაძლოა, მასზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული.

მოერიდეთ შოპინგს - დიდი შანსია, დღევანდელმა შენაძენმა იმედი გაგიცრუოთ. იყავით ფრთხილი მჭრელ საგნებთან, არსებობს ტრავმის მიღების საფრთხე. ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე შეამცირეთ და ხერხემლის გადატვირთვას მოერიდეთ.

სასწორი

ამ დღეს შემთხვევით სასიყვარულო თავგადასავლებს მოერიდეთ, რადგან მათი შედეგები შეიძლება არასასურველი იყოს. მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა შეიძლება კამათში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, სიტუაცია დროულად განმუხტოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ ძველი პრობლემების მოგვარების შანსს - თუ საჭიროა, დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვეთ.

უცხო ადამიანისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდეთ, ის არ გიღალატებთ. ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობისთვის აუზში ცურვა სასარგებლო იქნება, ღია ცის ქვეშ დიდხანს ყოფნას კი უნდა მოერიდოთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მალე სითბო და მყუდროება დაისადგურებს. მიეცით ემოციებს გასაქანი და საკუთარი სიყვარულისთვის სტაბილური საფუძველი შექმენით. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე დაფიქრდეთ, თუმცა გადაწყვეტილება აუცილებლად ოჯახის წევრებთან ერთად უნდა მიიღოთ.

სამსახურში ახალი იდეები თამამად გააჟღერეთ - უფროსობა მათ აღფრთოვანებით შეხვდება, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ფინანსური კუთხით, სჯობს დამატებითი შემოსავალი მოიძიოთ, ვიდრე კრედიტი აიღოთ. დღეს დაწყებული დიეტა საოცარ შედეგს გამოიღებს, ამიტომ ეცადეთ დიდხანს გააგრძელოთ.

მშვილდოსანი

საოჯახო საქმეებმა და დაუსრულებელმა პრობლემებმა შესაძლოა კალაპოტიდან ამოგაგდოთ, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი თავისით დალაგდება. სამსახურში შესაძლოა უსაფუძვლო პრეტენზიები მოისმინოთ, თუმცა მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვალთ.

ეცადეთ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებებში გაერკვიეთ და გაუაზრებელი ხარჯები თავიდან აიცილოთ. წინ ბევრი მგზავრობა გელით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მკურნალობისთვის ფულს ნუ დაინანებთ. ამ დღეს ფიზიკურ გადატვირთვას და მარილიან საკვებს უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ შოპინგისგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულს წყალში გადაყრით. ამ დღეს იმის კეთება მოგიწევთ, რაც აუცილებელია და არა იმის, რაც გსურთ. პერსპექტიული პროექტების განხორციელება დროებით სამომავლოდ გადადეთ. როდესაც საქმე ფულს ან საოჯახო ნივთების შეძენას ეხება ეცადეთ უფრო პრინციპული იყოთ.

თქვენი ჯანმრთელობა წესრიგშია, მაგრამ საღამოს შესაძლებელია გაციების სიმპტომები იგრძნოთ. ლიმონიანი ჩაი და სითბო ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.
ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია დანაკარგის რისკი.

მერწყული

მალე შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც თავს მსუბუქად და სასიამოვნოდ იგრძნობთ. თუ სახელმწიფო უწყებებში ვიზიტს ან ქონების გაფორმებას გეგმავდით, სჯობს ეს საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. თუ მეგობრებთან გართობას ოჯახზე მეტ დროს უთმობთ, რაღაც უნდა შეცვალოთ, თორემ დაუსრულებელ საყვედურებს თავიდან ვერ აიცილებთ.

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ყველა წინააღმდეგობას დაძლევთ, თუმცა არსებობს გარემოებები, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ. გაისეირნეთ პარკში და ბუნებით დატკბით - ეს ძალებსა და პოზიტიურ ემოციებს შეგმატებთ.

თევზები

ფრთხილად იყავით, რომ მოულოდნელმა ნაცნობობამ და რომანტიკულმა შეხვედრებმა თავგზა არ აგიბნიოთ და გამოუსწორებელი შეცდომისკენ არ გიბიძგოთ. წინ დაუგეგმავი ხარჯები გელით - შესაძლოა ოჯახის წევრებმა ინტერიერის ან გარდერობის განახლება მოინდომონ.

ფინანსური იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ გაუაზრებელ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ. ამ დღეს განსაკუთრებით ტკბილეულსა და ცომეულს უნდა მოერიდოთ - ეს თქვენს.ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ