გამოცხადდა 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი 10.03.2026 10:48

 გამოცხადდა 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი


კონკურსის მიზანია, უზრუნველყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ჰიპოთეზების და კონცეფციების, შეუსწავლელი ან უცნობი მოვლენების, ფაქტებისა თუ მონაცემების შესწავლა-ანალიზი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვლევების განხორციელება; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევის რესურსების შექმნას, სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას, საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას, ქართველოლოგიის მეცნიერებაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. გრძელვადიან პერსპექტივაში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველოლოგიის სფეროს გაძლიერებას და მის ჩართვას სახელმწიფო ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.


დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2026-tslis-qartvelologiis-kvlevebistvis-sakhelmtsifo-sametsniero-sagranto-konkurss

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ