11.03.2026 13:12
გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2026 წლის საგრანტო კონკურსი
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ვორქშოფების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.