15 მარტს დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულია - სამი ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება 14.03.2026 23:21

 

ჯვარი-სამება დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.

ჯვრის თაყვანისცემის დღე მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.

ტრადიციისამებრ, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემის დღეს ყვავილებით შემკულ ჯვარს ტაძრებში შუა ადგილას დააბრძანებენ.

დიდმარხვის შემდეგი კვირა წმიდა იოანე კლემაქსის - სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისათვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.

სამი ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება.ჯვარი არის სამყაროს მფარველი. ანგელოზთა დიდება და ბოროტი ძალის უძლეველი წინაღობე.

 

ჯვარმა უფლისამ გაახაროს საქართველო . ყველამ თაყვანი ეცით ჯვარს ტაძარში , თქვენს სახლებში და თქვენს გულზე.არის შემთხვევები , როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ჯვარი. ეცემა და ფიქრობს, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრდა. მაგრამ ადამიანმა უნდა მოიკრიბის ძალა და სთხოვოს უფალს . უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში.ჯვრის მადლით დაითრგუნოს ყოველი ბოროტება.. სიკეთე გქონდეთ...ღოცვა ჯვრისადმი-ჯვარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო . ჯვარო მშვენიერებაო ეკლესიათაო, ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო , ჯვარო დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო.აცხოვნე უფალო ერი შენი . და აკურთხე სამკვიდრები შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე , და სადარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ : უფალო , დიდება შენდა.ჯვარსა, შენსა თაყვანისვცეთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა. შენსა უგალობთ და ვადიდებთ. ვინც ნახავთ ამ იმფორმაციას თხოვნაა სხვასაც გაუზიაროთ 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ