ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ 17.03.2026 17:42

იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, ტყიბულის მერიის მომართვის საფუძველზე, შეუძლიათ, ერთჯერადად უფასოდ მიიღონ:

- პირადობის ელექტრონული მოწმობა (იმავე დღეს);

- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაზარალებულ პირს 12 მარტისთვის უფიქსირდებოდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა);

- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათ შორის, დაბადებისა და ქორწინების განმეორებითი მოწმობები.

სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისგან, თუ დოკუმენტების გაცემისას საჭირო გახდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ