ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო 19.03.2026 10:24

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს", - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ