,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი 20.03.2026 19:24

 

ცალსახად დადგინდა, რომ პოლიტიკური ძალები, ქოჩარიანის, კარაპეტიანისა და წარუკიანის მეთაურობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გადახედვის პოლიტიკას ატარებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი „ომის კარის გაღების" გზას ადგანან, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციური ძალები საუბრობენ სამშვიდობო შეთანხმების გადახედვაზე, მათ შორის ძალის გამოყენებით, რაც ცალსახად ნიშნავს არა მხოლოდ ომის კარის გაღებას, არამედ მის გარდაუვალობას.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს.

„განსაკუთრებით იმ დისკურსის კონტექსტში, რომელსაც ახლა თითქმის ყოველდღიურად ახმოვანებენ, იღებენ და იცავენ ამ პოზიციებიდან ქოჩარიანის, კარაპეტიანის და წარუკიანის მეთაურობით მოქმედი პოლიტიკური ძალები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს გზაჯვარედინი ისტორიული გზაჯვარედინია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა; ჩვენ დავამყარეთ ეს მშვიდობა, რაც ნიშნავს, რომ მტკიცედ დავხურეთ ომის კარი. ახლა ჩემ მიერ ნახსენები ძალები ცდილობენ ამ კარის გაღებას და ეს უდავოდ საბედისწერო საფრთხეს წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება გარანტებს, ჩემთვის და ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ნათელია, რომ ეს დისკურსი მხოლოდ კარს უხსნის სამშვიდობოების ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში შეყვანას. რაც შეეხება სამშვიდობოების საქმიანობის შედეგებს, ეს ყველამ ვნახეთ. ძალები, რომლებიც ერთსა და იმავე ჯოხზე ორჯერ ფეხის დადგმას გვაიძულებენ, უპირობოდ და ცალსახად უნდა იქნეს უარყოფილი", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ