საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი დაესწრება 21.03.2026 16:35

კენტერბერის მთავარეპისკოპოსი სარა მალალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებსა და მორწმუნეებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას.

მისი თქმით, ილია მეორის დარკძალვაზე ინგლისის ეკლესიას მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი წარმომადგენს.

„მწუხარებით გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუცხადებ ჩემს თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებსა და მორწმუნეებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას. ამ გლოვის ჟამს ჩემს ლოცვებში ხართ.

პირადად მივწერე კანცლერს, რათა ინგლისის ეკლესიის სახელით გადამეცა სამძიმარი. მადლიერი ვარ, რომ ღირსი მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი წარმომადგენს მე და ინგლისის ეკლესიას ხვალინდელ დაკრძალვაზე, სადაც ჩვენ ვილოცებთ ყველასთან ვინც გლოვობს. უფალმა აცხონოს მისი სული და მარადიული ნათელი დაუმკვიდროს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ