22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა 21.03.2026 23:30

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლი მო­წა­მის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში პირ­ველ­შე­წი­რუ­ლის ლი­ტურ­გია შეს­რულ­დე­ბა. 

წმინ­და 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლი სე­ბას­ტი­ის ტბა­ში ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის 320 წელს ეწა­მა. ისი­ნი კა­ბა­დო­კი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მე­ომ­რე­ბი იყ­ვნენ და სე­ბას­ტი­ა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. წმინ­და­ნებ­მა ერთ-ერთ წარ­მარ­თულ დღე­სას­წა­ულ­ზე კერ­პე­ბის­თვის მსხვერ­პლშე­წირ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. მო­წა­მე­ე­ბი ერთი დღით სე­ბას­ტი­ის გა­ყი­ნულ ტბა­ში ამ­ყო­ფეს. 

ერთ-ერ­თმა წა­მე­ბას ვერ გა­უძ­ლო და წყლი­დან ამო­სუ­ლი ნა­პირ­ზე მოკ­ვდა. მის ნაც­ვლად ტბა­ში იქ მყო­ფი და­რა­ჯი ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც მო­წა­მე­თა თავ­ზე გვირ­ვი­ნებს ხე­დავ­და. გა­ყინ­ვას უვ­ნე­ბე­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მე­ო­რე დღეს ხმლე­ბით აკუ­წეს.

სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით, VIII სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან არ­სე­ბობ­და ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც 786 წლის 6 იან­ვარს, არა­ბებ­მა გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის გამო წმინ­და აბო თბი­ლელს თავი მოკ­ვე­თეს.

აბა­ნო­თუ­ბან­ში წმინ­და ორ­მო­ცი წა­მე­ბუ­ლი სე­ბას­ტი­ა­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 2002 წელს და­ი­წყო. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრად 2009 წლის გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აკურ­თხა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ