22.03.2026 09:59
„დღეს 15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შემოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მოგება“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა, მთლად ჩაკეტილი არ იქნება, მრევლს შეეძლება, რომ შემოვიდეს მსახურების დროს“, - აღნიშნა მან.
ამასთან ჯაღმაიძის განმარტებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, გადასვენების დროს კორიდორის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.
ავტორ(ებ)ი :