22.03.2026 10:04
09:00-ზე წირვა დაიწყება, 12:00-ზე კი წესის აგება დაიწყება, რომელსაც უხელმძღვანელებს მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. გადასვენება დაიწყება 15:00 საათზე და დაიძვრება პროცესია, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ბელარუსის დელეგაციის ვიზიტს.
„ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიის პირველიერარქები და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაგზავნა ბელარუსის ეგზარქოსი.
ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა შუამავლის როლი შევასრულოთ, მაგრამ ძალიან რთულია რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის კონფლიქტი. დიდი იმედი მაქვს ეს კონფლიქტი მოგვარდება", - აღნიშნა მეუფემ.
ავტორ(ებ)ი :