22.03.2026 13:36
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა.
მსახურება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
ავტორ(ებ)ი :