22.03.2026 14:27
საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი, მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.
„თქვენო ყოვლად უწმინდესობავ, შეუძლებელია, ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები, ძლიერი და სულიერი სიტყვა. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი.
თქვენ სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ თქვენ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის",- განაცხადა მეუფე შიომ.
ავტორ(ებ)ი :