"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე 22.03.2026 21:02

 

პატრიარქის საფლავზე მიახლება, მრევლს, დღეს საღამოს 10 საათამდე შეუძლია. როგორც დეკანოზი ილია ნემსაძე განმარტავს, კათალიკოს-პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი საბოლოოდ დასრულებული არ არის, ამიტომ, მასთან შეხების საშუალება მოქალაქეებს, ჯერჯერობით, არ ექნებათ.

"დღეს შეიძლება ათ საათამდეც იყოს, გააჩნია ხალხის ნაკადს, როგორ იქნება. ერთადერთი, რაც მეუფეებმა ბრძანეს, არის ის, რომ, ჯერჯერობით, სანამ არ არის საფლავი დასრულებული ბოლომდე, ახლოს მისვლა და შეხება მაინც ვერ ხერხდება. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს.

ახლა, რადგან ბოლომდე დასრულებული არ არის, შეიძლება ახლოს მივიდეს, თუმცა შეხებისგან თავს ვიკავებთ, ამ ეტაპზე", - განაცხადა დეკანოზი ირაკლი ნემსაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ