საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება 24.03.2026 18:57

 

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონში დღეს იხსნება გლობალური სამიტის„ ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესია, მანამდე კი თამარ ბაგრატიონმა ღონისძიების ფარგლებში მოკლე შეხვედრები გამართა სხვა ქვეყნების პირველ ლედებთან.

თამარ ბაგრატიონმა ასევე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.

თამარ ბაგრატიონთან ერთად აშშ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებიან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ