25.03.2026 14:42
სიონის საპატრიარქო ტაძარში, პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები მივიდნენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს აღავლენს.
მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყო. მსახურებას ასევე ესწრებიან სინოდის წევრებიც.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.
ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
ავტორ(ებ)ი :