25.03.2026 19:17
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა: "მოეშვან პატრიარქის არჩევნებს"."კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია. საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას", - უპასუხა ჯაღმაიძემ „ტვ პირველის" ჟურნალისტს კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეუფე ესაიამ [ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი] კანდიდატურა მეუფე შიოს [საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე] სასარგებლოდ მოხსნა.
ავტორ(ებ)ი :