ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 25.03.2026 19:19

,,ავერსი-ფარმასა" და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად "ავერსი-ფარმა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი შპს ,,ავერსი-ფარმა" იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და ავერსის სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ