ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა 27.03.2026 15:21

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სამძიმარი გამოუცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. ილჰამ ალიევმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა მისი უწმინდესობის, ილია მეორის როლზე აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებაში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ