29.03.2026 09:59
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.
წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი", - აღნიშნულია სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :