02.04.2026 12:01
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება"
კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს; შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულება; შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარება და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება (დისემინაცია); სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება; შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა; სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: ![]()
ავტორ(ებ)ი :