მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება 03.04.2026 18:26

 

პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე პროცედურული საკითხების განიხილებოდა.

„თითქმის 6-საათიანი სხდომა იყო, რომელიც ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, გამოვთქვით ჩვენი აზრები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად პროცედურული საკითხების განხილვა იყო, მაგალითად, როგორ უნდა ჩატარდეს  სინოდი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით. ასევე, შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხს, ამაზე მსჯელობა შედგება მომავალში, როდესაც კანდიდატებთან დაკავშირებული სინოდის სხდომა გაიმართება. ასაკი არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის საკითხს, დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე. მომდევნო სინოდის სხდომა სავარაუდოდ პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება. ამის შემდეგ კი იქნება გაფართოებული სხდომა, რომელზეც პატრიარქს ავარჩევთ", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ