საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე სიონის ტაძარში აღასრულებს წირვას -დეკანოზი გიორგი სანამაშვილი 04.04.2026 17:46

ხვალ, ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირავს, - ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა, გიორგი სანამაშვილმა განაცხადა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მეუფე შიო (მუჯირი) პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს წირვას.

„დღეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის დღეა, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა ჩვენმა მაცხოვარმა, უფალმა იესო ქრისტემ, რასაც იოანე მახარებელი სახარებაში ძალიან ნათლად გადმოსცემს. ხვალ მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში, ეს არის ბზობის დღესასწაულად წოდებული დღე. ამის შემდეგ იწყება უმძიმესი კვირა, ვნების შვიდეული, როდესაც ეკლესია კიდევ უფრო მძაფრად აღნიშნავს უფლის გაცემას, შეპყრობას, ვნებას, ტანჯვას და დაფვლას, რასაც მოჰყვება დიადი აღდგომა.

როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირავს ხვალ, ბზობის დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში. როგორც ვიცით, გადაწყვეტილი აქვს მას, რომ პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და დღესასწაულზე წიროს სწორედ სიონის ტაძარში", - განაცხადა დეკანოზმა, გიორგი სანამაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ