მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს 05.04.2026 00:06

 

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. 

 

დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ბა­ი­ა­ო­ბას, ანუ ბზო­ბას უწო­დე­ბენ. იგი ათორ­მეტ­თა­გან რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხოვ­რის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმს ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­ფის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ჰგავ­და და მას უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ცხო­ვარს გზა­ზე ხალ­ხი სა­მო­სელს უფენ­და, ზოგს კი პალ­მის რტო­ე­ბი ეკა­ვა და ასე ეგე­ბე­ბო­და მას. ყო­ვე­ლი მხრი­დან ის­მო­და ღა­ღა­დი­სი: "ოსა­ნა ძესა და­ვი­თი­სა­სა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­საჲთა! ოსა­ნა, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!"

 

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ