საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს 06.04.2026 18:03

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს. გაფართოებულ კრებას წინ უძღვის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც 3 კანდიდატი უნდა დასახელდეს. სხდომის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

სასულიერო პირების განმარტებით, ეკლესიის ახალი წინამძღოლი 26 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 60 დღის ვადაში უნდა აირჩიონ. მღვდელმთავრებმა ისტორიული დღისთვის ადგილი უკვე შეარჩიეს.

3 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, სწორედ ილია მეორის კურთხეულ სამების საკათედრო ტაძარში აირჩევენ. ამ დღეს, პატრიარქის ინიციატივით აშენებულ ტაძარში, გაფართოებული სხდომის ფარგლებში 2000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან უმრავლესობას ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ