პენიტენციური სამსახური სააღდგომო ამანათში დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს 06.04.2026 20:23

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათავლს აქვეყნებს:

"წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

  • ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
  • ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.
  • ყველი - 2 კგ;
  • ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
  • პასკა - 2 ცალი
  • წითელი კვერცხი-10 ცალი
  • უკრემო ნამცხვარი
  • კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - აღნიშნულია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ