9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს -მომსახურების სააგენტო 07.04.2026 13:04

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს.

უწყების ცნობით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით უწევდათ, გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცემათ 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით.

„იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ