07.04.2026 23:15
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაგრა +12 - წვიმა
სოხუმი +12 - წვიმა
ზუგდიდი +13 - წვიმა
მესტია +2 - თოვლი
ფოთი +13 - წვიმა
ბათუმი +14 - წვიმა
ოზურგეთი +13 - წვიმა
ქუთაისი +13 - წვიმა
ამბროლაური +9 - წვიმა
ახალციხე +12 - უმეტესად ღრუბლიანი
ბორჯომი +4 - თოვლი
ბაკურიანი +2 - თოვლი
გორი +11 - წვიმა
ცხინვალი +10 - წვიმა
სტეფანწმინდა +2 - უმეტესად ღრუბლიანი
გუდაური -2 - თოვლი
თელავი +15 - უმეტესად ღრუბლიანი
რუსთავი +16 - უმეტესად ღრუბლიანი
თბილისი +14 - უმეტესად ღრუბლიანი
ავტორ(ებ)ი :