08.04.2026 22:12
ვერძი
აჩუქეთ საჩუქრები, მოუწყვეთ სიურპრიზები და უთხარით თბილი სიტყვები მათ, ვინც გიყვართ. თქვენს მეორე ნახევარს ყურადღების მცირე გამოხატვაც კი განწყობას საგრძნობლად აუმაღლებს!
სამსახურში ამბიციები მოთოკეთ - გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგოთ, რასაც მალე ინანებთ. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებს, ამიტომ მალე შეიძლება ხელფასის მომატებაზე იფიქროთ. არახელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შენაძენებისთვის. ხალხმრავალ ღონისძიებებს, ხმაურიან კომპანიებსა და უჩვეულო გარემოს მოერიდეთ - ასეთ ადგილებში უარყოფითი მოვლენების ალბათობა მაღალია.
ეცადეთ, ამ დღეს მკვეთრ მოძრაობებსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან სახსრები და კუნთები დღეს განსაკუთრებით მოწყვლადია.
კურო
საყვარელი ადამიანი მზადაა, რთულ ვითარებაში მხარი დაგიჭიროთ, ეცადეთ თქვენც იმავეთი უპასუხოთ. მარსის მაღალი აქტივობის გამო, მოსალოდნელია ოჯახური სკანდალი. სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის, მაგრამ თუ მოინდომებთ, შესაძლებელია.
პროფესიული ვალდებულებები მეტ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ღირსეული ხელფასი დახარჯულ ძალისხმევას აანაზღაურებს. გირჩევთ, ახალ ფინანსურ გარიგებებზე უარი თქვათ - შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს.
ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სუფთა ჰაერზე ვარჯიში სიამოვნებას მოგგვრით და გუნება-განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ტყუპები
იმისთვის, რომ ადამიანს ღალატი დააბრალოთ, უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო. გირჩევთ, თქვენი ეჭვები პარტნიორთან ერთად განიხილოთ - შესაძლოა, ისინი სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდეს. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ოჯახის წევრებს ყველაფერი პირდაპირ უთხრათ, რასაც მათზე ფიქრობთ, ოღონდ ეცადეთ ურთიერთბრალდებები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ნაშუადღევს შესაძლოა კოლეგებთან და მეგობრებთან, რომლებმაც თქვენი დახმარების თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს, უთანხმოება მოგივიდეთ. უახლოეს დღეებში ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებით დასრულდება. მეტი დაისვენეთ - ახალი პროექტის დაწყებამდე ენერგიის აღდგენა აუცილებელია.
კირჩხიბი
ამ დღეს გააცნობიერებთ, რამდენად რთულია პირადი ცხოვრების მოწყობა. მალე ცხოვრების მეგზურის საპოვნელად შესანიშნავი შანსი გამოგიჩნდებათ. მზად იყავით, რომ ახლობელ ადამიანებთან კამათი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. ამის გამო ნუ ინერვიულებთ, მით უმეტეს, რომ გვერდით გამოცდილი მეგობრები გყავთ. მოერიდეთ სიყალბეს და ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, იყოთ ის, ვინც ხართ. არავის მისცეთ თქვენი განწყობის გაფუჭების უფლება.
მალე თქვენი მატერიალური კეთილდღეობა უფრო მყარი და საიმედო გახდება. გირჩევთ საღამოს ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ - ახლა ყველაზე მეტად მოდუნება და დასვენება გჭირდებათ.
ლომი
პლანეტა ვენერას გავლენით თქვენი შარმი და მომხიბვლელობა გაიზრდება. თუ ამ საღამოსთვის რომანტიკული პაემანი დაგეგმეთ, იცოდეთ, რომ ის არაჩვეულებრივად ჩაივლის! ამ ნიშნის დაოჯახებული წარმომადგენლები გაკვირვებულები აღმოაჩენენ, რომ მათი რომანტიკული პოტენციალი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. საჭიროა მხოლოდ გარემოს შეცვლა და ვნება ახალი ძალით იფეთქებს.
სამსახურში თქვენმა ქედმაღლობამ შეიძლება კოლეგების გაღიზიანება გამოიწვიოს. უახლოეს დღეებში ბიზნესთან დაკავშირებით ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.
ქალწული
ნურავის მისცემთ თქვენი გრძნობებითა და ემოციებით მანიპულირების უფლებას. თუ გრძნობთ, რომ ადამიანი თქვენზე ზეწოლას ახდენს, აჯობებს მასთან ურთიერთობა შეწყვიტოთ.
მოემზადეთ - ამ დღეს მეუღლე ან საყვარელი ადამიანი რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვით. ხელსაყრელი დღეა განმარტოებისთვის, რათა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე დაფიქრდეთ და მას გვერდიდან შეხედოთ.
მამაკაცებს ექნებათ შანსი, რომ საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით თავი გამოიჩინონ. ფინანსური მდგომარეობის მხრივ მოსალოდნელია კრიზისული სიტუაცია.
მეტი იმოძრავეთ და ძილი მოიწესრიგოთ - ასეთ შემთხვევაში ჭარბი წონისა და მაღალი წნევის პრობლემები არ შეგაწუხებთ!
სასწორი
თუ ახლობლების წინადადებებისა და ინიციატივების მიმართ მეტ გაგებას გამოიჩენთ, ოჯახის წევრებს შორის თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზრდება. დროა, თქვენი შრომის შედეგები შეაჯამოთ და წარსული შეცდომები შეისწავლოთ, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა გაუმჯობესდეს. დამატებითი შემოსავალი ან საინვესტიციო შესაძლებლობები გელით. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და თქვენი ფინანსური მიზნები არ დაივიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას - შესაძლოა დიეტის შეცვლა დაგჭირდეთ.
მორიელი
არ არის გამორიცხული ახლობელ ადამიანთან უთანხმოება. ფეხქვეშ მყარ ნიადაგს ვერ გრძნობთ, რაც განწყობას გიფუჭებთ. ახალი ნაცნობის ფიცს ნუ ენდობით და მასთან ურთიერთობისას ემოციები მოთოკეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე კამათი ნათესავებთან.
ეცადეთ, რეალური მიზნები დაისახოთ და თამასას მიუღწეველ დონემდე ნუ ასწევთ. სავსებით შესაძლებელია, რომ კოლეგები წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარონ. მომავალ კვირას მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ხარჯები, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს - გაითვალისწინეთ, რომ ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა არასასურველ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფიზიკური აქტივობა შეცვალოთ - მაგალითად, თუ აქამდე დარბოდით, შეგიძლიათ ახლა ცურვა სცადოთ.
მშვილდოსანი
მარტოხელა ადამიანებს წინ პერსპექტიული შეხვედრა და საინტერესო, თუმცა ხანმოკლე ნაცნობობა ელით. ბოლო დროს, სამსახურში დიდი დატვირთვის გამო, ახლობლებისთვის ცოტა დრო გრჩებათ, რის გამოც პარტნიორის საყვედურების მოსმენა მოგიწევთ. ყურადღებით მოისმინეთ თანამშრომლებისა თუ ქვეშევრდომების წინადადებები და ძალები მუშაობისკენ მიმართეთ, თუმცა პირადი ცხოვრებაც ნუ დაგავიწყდებათ.
სამუშაო ადგილზე წესები დაიცავით და სხვების ცხოვრებაში ნუ ჩაერევით - ზედმეტი რჩევებით შესაძლოა მტრები გაიჩინოთ. ამ დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ - სატურნი თქვენს ნიშანზე უარყოფით გავლენას ახდენს, რამაც შესაძლოა მცდარი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ.
თხის რქა
ფრთხილად იყავით! ახლობელმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი შეცდომის თქვენთვის გადაბრალება სცადოს. სამსახურში საქმე მოგემატებათ, მაგრამ რეგულარული ზეგანაკვეთური შრომა თქვენს მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ახალი შენაძენი არც ისე წარმატებული იქნება, როგორც ისურვებდით, ამიტომ მაღაზიებში სიარული უმჯობესია სხვა დღისთვის გადაიტანოთ.
კარგი აზრი იქნება, თუ მენიუს ახალი ხილით, მოშუშული ბოსტნეულით, თევზით, ფაფებითა და მსუბუქი წვნიანებით გაამდიდრებთ.
მერწყული
საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მეტად უნდა ირწმუნოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუნდაც თავს ტყეში დაკარგულ პატარა ბავშვად გრძნობდეთ. არსებობს გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეთ, უბრალოდ, მის დასანახად ქვეცნობიერის ლაბირინთებში უნდა გააღწიოთ.
გირჩევთ, რომ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ახლო მეგობრებსაც არ ენდოთ და მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას დაეყრდნოთ. ამჟამად შესანიშნავ ფორმაში ხართ და დაავადებები არ გემუქრებათ.
თევზები
საეჭვოა, რომ დანგრევის პირას მყოფი ურთიერთობის გადარჩენა შეძლოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - მალე ძველ სიყვარულს ახალი დაგავიწყებთ. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, თუმცა პრობლემებს ემოციურ ნიადაგზე ნუ გადაჭრით - ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ.
საბუთებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ - დაშვებულ შეცდომებსა და უზუსტობებს არავინ გაპატიებთ! ვარსკვლავები გირჩევენ, სამეწარმეო ალღო გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდება.
ამ დღეს თავი შეიკავეთ წითელი ხორცისა და მძიმე საკვებისგან და უპირატესობა ბოსტნეულსა და ხილს მიანიჭეთ.
ავტორ(ებ)ი :