რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იკრიბებიან 08.04.2026 23:09

 

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან.

მოქალაქეებმა ადგილზე 37 წლის წინ დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამასთან, როგორც ადგილზე შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ