09.04.2026 13:16
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა მოქალაქე შეურაცხმყოფელ შეძახილებს აგრძელებდა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, მოქალაქის დაკავება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მოხდა.
ავტორ(ებ)ი :