10.04.2026 18:51
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ აღნიშნულია რომის პაპის ლეო XIV-ის განცხადებაში.
მისივე თქმით, სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.
„ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს. ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის. სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც მხოლოდ ხალხებს შორის თანაარსებობისა და დიალოგის მოთმინებით ხელშეწყობით არის შესაძლებელი", - აღნიშნულია რომის პაპის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :