10.04.2026 22:27
ვნების შაბათი - დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.
დიდი შაბათი
წმინდა წერილის მიხედვით, ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს მაცხოვარი დაიკრძალა.
რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა უფროსობის ნებართვით შეიძლებოდა მათი დაკრძალვა.
ამიტომ იოსებმა იყიდა რა კვართი - გრძელი ტილო, რომელშიც იუდეველები მიცვალებულებს კრძალავდნენ, ქრისტეს ჯვარცმის და სიკვდილის შემდეგ, მივიდა პილატესთან და სთხოვა პროკურატორს იესოს ცხედრის დამარხვის უფლება მიეცა.
ქრისტეს სხეული ჯვრიდან გადმოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა.
ფარისევლები კი რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველებაზე მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მივიდნენ პილატესთან და სთხოვეს იესოს საფლავთან გუშაგები დაეყენებინა, რადგან ეშინოდათ ცხედარი არავის მოეპარა.
იუდეაში რომის პროკურატორმა განკარგულება გასცა იესოს სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად სამარხი კვირას ცარიელი აღმოჩნდა, რაც უდავოდ ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.
კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.
ავტორ(ებ)ი :