დღეს და ხვალ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოებისკენ მოქალაქეებს ტრანსპორტი სპეციალური მარშრუტებით მოემსახურება - მგზავრობა უფასოა 12.04.2026 10:37

 

დღეს და ხვალ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოებისკენ მოქალაქეებს ტრანსპორტი სპეციალური მარშრუტებით მოემსახურება. 

სასაფლაოების მიმართულებით, ტრანსპორტი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 ჩათვლით იმოძრავებს და ამ პერიოდში მომსახურება უფასო იქნება.

"დიდუბის" ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება, როგორც მუხათგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელეს სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება მეტროსადგური "სარაჯიშვილიდან".

კუკია-მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება, როგორც სადგურის მოედნიდან, "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან.

ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო "ვარკეთილიდან", ასევე მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

ვერის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლებაა. საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტები ტრადიციულად მეტროსადგურ "დელისიდან" იმოძრავებენ. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ