ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია 15.04.2026 16:09

საქართველოში ვიზიტით მყოფი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია.

მაიკლ ო'ფლაერტიმ ასევე მოინახულა სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება. კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, 14-16 აპრილს საქართველოში ვიზიტს მართავს, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ