მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას 18.04.2026 21:52

 

აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები".

მისი თქმით, როდესაც სამუშაო ადგილი არის შეზღუდული რაოდენობით, ნორმალურია, რომ უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე ქართველს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველსაც და იმიგრანტსაც. მინისტრის აზრით, თუ დამსაქმებელი ვერ იპოვის ისეთ კადრს, რომელიც მას სჭირდება, ამ შემთხვევაში ბიზნესს უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა, რომ მოიზიდოს კადრი, რომელიც ამ ვალდებულებას შეასრულებს.

„როდესაც ბიზნესი ასე რეაგირებს, რომ მე ჩემი პროდუქტის გაიაფების, მეტი მოგების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა მინდა, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და ბიზნესს არ მისცეს ამის შესაძლებლობა.

მთავარი პრობლემა იყო გიდების, ტაქსის მძღოლის, „გლოვოს" და ა.შ. ამ სამუშაოს შესრულება კონკურენტული გახდა. ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველს. როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაც ნაკლებ ანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას ღამის პირობებში უფრო იოლად შეუძლია მუშაობა და ამის გამო დამსაქმებელს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული უცხოელ დასაქმებულზე, ეს არ მიგვაჩნია სწორად. ეს ზედმეტად აზიანებს ქართველის ინტერესს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ დაიცვას სამუშაო ადგილი, მასზე წვდომა საქართველოს მოქალაქისთვის", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ