19.04.2026 15:42
ტრამპის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, Trump Tower Tbilisi-ს მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანია, Gensler-ი დააპროექტებს.
რელიზში, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია თავის ქართველ პარტნიორებთან ერთად ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ თბილისს, როგორც ჩამოყალიბებულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანს, სულ უფრო ხშირად ადარებენ ისეთ მზარდ ფუფუნების მიმართულებებს, როგორიცაა ლისაბონი და დუბაი საწყის ეტაპზე.
საქართველო კი თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, სულ უფრო მეტად პოზიციონირებს, როგორც მომავლის ქვეყანა. პროექტი უკვე მიმოიხილა ''The Wall Street Journal''-მა.
"კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის საოჯახო ფირმამ მიდგომა საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისადმი, ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში. თავად საქართველოს გეოპოლიტიკურად სენსიტიური პოზიცია უკავია, იგი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთთან ურთიერთობებსა და რუსეთთან არსებულ დაძაბულობას შორის. ბოლო წლებში, ქვეყანა ასევე ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადებისა და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით", - აღნიშნულია The Wall Street Journal-ის სტატიაში.
პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
ავტორ(ებ)ი :