20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 19.04.2026 21:55

 

ვერძი

ზოგჯერ სიმართლის თქმა რთულია, მაგრამ აუცილებელი. ყოყმანი დაძლიეთ და შედეგი იმედს არ გაგიცრუებთ. ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ წარსული შეცდომებიდან სასარგებლო გაკვეთილი გამოიტანოთ. ამ დღეებში ვერძებს პლანეტა მერკური მფარველობს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ და ნებისმიერი კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ. სხვა სიკეთეებთან ერთად შეგიძლიათ კარგი შემოსავლის ან მოულოდნელი საჩუქრის იმედიც გქონდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს ტემპი შეანელოთ და უახლოესი 24 საათის განმავლობაში ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, თუმცა მსუბუქი სეირნობა ნამდვილად წაგადგებათ.

კურო

მარტოხელა თუ ხართ, შეიძლება მალე მომავალ მეუღლეს შეხვდეთ. ჰოროსკოპი მიანიშნებს, რომ თქვენი რჩეული სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან იქნება. ოჯახის წევრებთან ურთიერთბრალდებების გამო მოსალოდნელია კამათი. დღევანდელი მოვლენები დიდწილად ნეგატიურია, ამიტომ ეცადეთ, სახლიდან ადრე გახვიდეთ, რათა საცობში არ მოხვდეთ და სამსახურში საყვედური არ დაიმსახუროთ.

საქმიანი კავშირების გაფართოების შანსი ხელიდან არ გაუშვათ - ეს ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. იზრუნეთ დასვენებასა და ენერგიის აღდგენაზე. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - მათ შეუძლიათ სიმშვიდე და სიხარული მოგანიჭონ.

ტყუპები

დააფასეთ საყვარელ ადამიანი და მასთან გატარებული ყოველი წუთი და ეცადეთ, მის მზრუნველობას მზრუნველობით უპასუხოთ. დროა, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალური მიზნები დაისახოთ, თორემ მეოცნებე ადამიანის სახელს დაიმკვიდრებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ აჩქარება, უყურადღებობა ან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შეცდომებამდე და ფინანსურ ზარალამდე მიგიყვანთ.

მალე მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი, რომელიც რაიმე ღირებულზე - მაგალითად, საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე უნდა დახარჯოთ. შინაგანი შფოთვის საუკეთესო წამალი სრულფასოვანი დასვენება და ძალების აღდგენაა.

კირჩხიბი

ამ დღეს პლანეტა ვენერა თავის დამანგრეველ ენერგიას აძლიერებს. მოთმინებით აღიჭურვეთ - წინ ემოციური ქარიშხალი გელით. სავარაუდოდ, უამრავი რჩევის მიცემა და მთელი დღე ხალხთან ურთიერთობა მოგიწევთ. ბევრი ადამიანი საკუთარ საიდუმლოს გაგანდობთ. გამოიყენეთ შანსი, რომ შეურიგდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის წინ დასცილდით ან მოიხადოთ ბოდიში, თუ გრძნობთ, რომ დამნაშავე ხართ. ვისაც მართლა უყვარხართ, ის თქვენს გვერდით დარჩება.

ბიზნესში შესაძლოა სამომავლო თანამშრომლობისთვის საიმედო პარტნიორი იპოვოთ. ხელსაყრელი დროა ხელშეკრულებების გაფორმებისა და უცხოელებთან თანამშრომლობისთვის. ეცადეთ უარყოფითი ფიქრებისგან თავი შეიკავოთ. პლუტონი დასუსტებულია, სატურნი კი ძალებს იკრებს, ამიტომ ასეთი ფიქრები ახლა განსაკუთრებით საშიშია.

ლომი

სასიყვარულო საქმეებში შესაძლოა თავი გაუგებრობამ იჩინოს. თუ საყვარელი ადამიანის საქციელი არ მოგწონთ, ბრალდებების წაყენებას ნუ იჩქარებთ - სჯობს, მშვიდად აუხსნათ, რა გაწუხებთ და რას გრძნობთ. ახალი ავეჯის ყიდვა ან რემონტი სახლში სიმყუდროვესა და ჰარმონიას შემოიტანს. იყავით უფრო მომთმენი და ახლობლებს შემოქმედებით წამოწყებებში მხარი დაუჭირეთ.

სამსახურში პასუხისმგებლობის აღება და ლიდერის როლის შესრულება მოგიწევთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სტატუსთან ერთად ვალდებულებებიც იზრდება. ბევრ ბიზნესმენს დაუგეგმავი ფინანსური შემოწმება ელის.

ქალწული

ამ დღეს ვენერასა და სატურნის ნეგატიური ასპექტის გამო, სასიყვარულო ურთიერთობებში ნაკლებად გაგიმართლებთ - დაგეგმილმა პაემანმა შესაძლოა ცუდი შთაბეჭდილება დატოვოს.

ნუ ინერვიულებთ, თუ სამსახურში კოლეგები ვერ გიგებენ. ცოტა მოითმინეთ და დრო თქვენს სიმართლეს დაამტკიცებს. მერკურიმ რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში დიდ ფინანსურ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენონ. ფიზიკური აქტივობა დაგროვილი ენერგიის დახარჯვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება. ეცადეთ, კამათი დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, თორემ შერიგებას დიდხანს ვერ მოახერხებთ. ახლობელი ადამიანი თქვენს მოლოდინს ვერ გაამართლებს, მაგრამ იდეალური არავინაა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მცირე შეცდომა აპატიოთ.

ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებში განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოთ და საფულეს გაუფრთხილდეთ. თვის მეორე ნახევარი არახელსაყრელი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. შესაძლოა, გაციებამ ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ ნაკლებად ნაცნობ ხალხთან ურთიერთობისას ნაკლებად გულახდილი იყოთ.

მორიელი

ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს მსოფლმხედველობის შეცვლას ურჩევენ. ხალხში გადით და თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინეთ, მარტოობის წრეს მხოლოდ ასე გაარღვევთ. დაოჯახებულები მორიელებისთვის სკანდალები და კამათი წარსულს ჩაჰბარდება და მშვიდი პერიოდი დგება. სამაგიეროდ, სამსახურში შესაძლოა პროვოკაციებს, კოლეგების შურსა და მოულოდნელ დაბრკოლებებს წააწყდეთ, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით.

მერკურის ენერგია დასუსტებულია, ამიტომ შოპინგისა და ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავეთ. გადაღლამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს, ამიტომ მეტი დაისვენეთ და საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე არა ფაციფუცს, არამედ შემოქმედებასა და მომავალზე ფიქრს უნდა დაუთმოთ. ყურადღება მიაქციეთ შვილების ემოციურ საჭიროებებს - გამორიცხული არ არის, რომ რაღაც პრობლემა აქვთ და დახმარება სჭირდებათ.

სამსახურში მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით. თქვენს სიბრძნეზე და წინდახედულობაზეა დამოკიდებული როგორ გადაწყვეტთ ამ ამოცანას. მზად იყავით დათმობებისთვის, თუმცა არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და ზედმეტ საუბრებსა და უაზრო კონფლიქტებზე ენერგიას ნუ დახარჯავთ.

თხის რქა

შესაძლოა, ემოციურობა ადამიანებისა და ურთიერთობების ობიექტურად შეფასებაში ხელს გიშლით. პარტნიორის გაღმერთება კარგს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ მუდმივი კრიტიკა და გამუდმებით ნაკლის ძებნა კიდევ უარესია. ოჯახში ნებისმიერმა საუბარმა, განსაკუთრებით საკამათო თემებზე, შეიძლება ზედმეტი დაძაბულობა გამოიწვიოს, ამიტომ მტკივნეული თემების განხილვას უნდა მოერიდოთ.

ამ დღეს სამსახურში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას ენდეთ. სხვისი რჩევა სასურველი შედეგის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ.

მერწყული

თუ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, დროა გულახდილად ისაუბროთ - პრობლემებისგან გაქცევას მუდმივად შეძლებთ. ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ: საკუთარი გარეგნობა, ქცევები და ადამიანებთან დამოკიდებულება გააანალიზეთ. გონივრული კრიტიკა ზედმეტისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

სამსახურში კოლეგის მიერ ფაქტების დამახინჯების გამო შესაძლოა სამწუხარო გაუგებრობა მოხდეს. ეცადეთ სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ. ზედმეტმა მგრძნობელობამ შესაძლოა თავის ტკივილი ან წნევის მომატება გამოიწვიოს.

თევზები

უახლოეს 24 საათში დიდი ნებისყოფის გამოვლენა მოგიწევთ, რათა საყვარელ ადამიანთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ნუ ჩაებმებით ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწყებულ ინტრიგებში -თქვენს შემთხვევაში პატიოსნება და პასუხისმგებლობა ბევრად უკეთ იმუშავებს.

ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ შინაგან ხმას ენდეთ. იფიქრეთ, როგორ მოიხსნათ დაძაბულობა - მედიტაცია ან მასაჟის სეანსი ამისთვის საუკეთესოა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ