20.04.2026 09:29
"ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო" - ინგა ბოლოთაური ბერი ნიკოლოზის სახლთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.ბოლოთაურის ცნობით, განცხადებით მიმართეს შსს-ს."გარკვეული პირების, ლევან ჯოგლიძის, ალექსანდრე პეტრიაშვილის და სხვა პირების მიერ შექმნილია იერარქიული სისტემის არარეგისტრირებული დაჯგუფება. [...]
მიმდინარე წლის 9 აპრილს, ვნების შვიდეულში, დიდ ხუთშაბათს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ ბერ ნიკოლოზთან მისულ ბერის მეგობარს მალხაზ ჯინორიას, რომელმაც მიიყვანა უძლურებაში მყოფ ბერ ნიკოლოზთან ექიმი". - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
ავტორ(ებ)ი :