საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ 20.04.2026 14:23

 

საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ, ვიზიტი 18-24 აპრილის პერიოდს მოიცავს.

კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველის( ძაღლი, კატა) სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია.

ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული პროცედურები, უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს.

ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის ურუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

"დღეს გვაქვს აქტივობა ბევრ ვეტერინართან ერთად. ჩვენ აქ მოვედით, რომ დავეხმაროთ ცხოველებს, ძაღლებს, კატებს. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ისევ დავბრუნდით აქ. ეს უკვე მეორე აქტივობაა საქართველოში. ჩვენთან არიან ადამიანები საქართველოს მთავრობიდან და ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი ერთობლივად, მთავრობასთან თანამშრომლობით გაკეთდეს. სახელმწიფო გვეხმარება ტრანსპორტირებასა და კლინიკების მოძებნაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს ერთობლივად. ასე უფრო მარტივია." - აღინიშნა პოლონელმა ვეტერინარმა, ივონა სვირიდოვიჩმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ