უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა 21.04.2026 14:58

 

 

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი 34 წლის ბაჩო ბებია დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„როგორ დამწყდა გული... ბაჩო ბებია... ყოველთვის ვაჟკაცი ბიჭი იყო... აცხონოს უფალმა....

არ ვიცოდი, რომ ჩემს კლასელს, ბაჩოს სიცოცხლეში ყველაზე რთული და ღირსეული გზა რომ ჰქონდა არჩეული.
ჩემი კლასელი ბაჩო ბებია უკრაინა-რუსეთის ომში დაიღუპა... ყველაზე გულწრფელი და ლამაზი წლები ერთად გავატარეთ, ბაჩო... ბაჩო უკრაინის მოქალაქე იყო, წლებია მისი ოჯახი უკრაინაში ცხოვრობს...

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბაჩოს ოჯახს, ახლობლებს და ჩემს კლასელებს... დიდება გმირებს!
საუკუნოდ იყოს ხსენება უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველში ადგილი",-წერენ ბაჩო ბებიას კლასელები.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი წლების წინ გადავიდა უკრაინაში საცხოვრებლად. მის ცხედარს სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ