25.04.2026 15:16
წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდის საქმიანობაში არანაირი ჩარევა არ არის.
„წინა სინოდის სხდომაზე იყო განხილული რაღაც საკითხები, რაღაც დარჩა განსახილველი, რომლებსაც 28-ში განვიხილავთ. 28-ში პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება.
არანაირი ჩარევა ჩემთან არ ყოფილა, არანაირი ჩარევა არ არის. წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას. დაელოდეთ, ვლოცულობთ და ღვთის შეწევნით იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ღვთისთვის სათნო იქნება", - აღნიშნა მეუფე საბამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოკვეთილია თუ არა სავარაუდო კანდიდატები, მეუფე საბამ აღნიშნა: „ეს ფარული კენჭისყრაა და წინასწარ მე არ ვამბობ".
ავტორ(ებ)ი :