დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა 01.05.2026 17:43

მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი და უძველესი აგრარული ქვეყანაა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს აღიარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, იმას, რომ საქართველო ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდეს.

 

„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო საქართველოს ეს უდიდესი აღიარება და კიდევ ერთი წარმატება. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო განვითარდეს სოფლის მეურნეობაში ეს მიმართულება, გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა, საქართველო ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უდიდესი აღიარებისთვის. მსოფლიო აღიარება მოიპოვა იმან, რაც ქართველებმა კარგად ვიცოდით, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო არის ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი მსოფლიო ცივილიზაციაში, უძველესი აგრარული ქვეყანა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი". სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ