საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების საყურადღებოდ აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს 02.05.2026 14:44

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მობილური ASAN მომსახურეობის საშუალებით, 2026 წლის 5, 6 და 7 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის განხორციელდება შემდეგი მომსახურებები: პირადობის მოწმობების გაცემა და შეცვლა, მართვის მოწმობების შეცვლა და ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემა.

 

„მიმართვა განხორციელდება ელექტრონული რიგის პორტალის მეშვეობით წინასწარი რეგისტრაციით. ​მომსახურებებისთვის საჭირო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება. რიგის ასაღებად საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, აირჩიოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოს საელჩო და 5, 6 ან 7 ივნისის თარიღებზე აირჩიოთ შესაბამისი მომსახურებები: პირადობის მოწმობის გაცემა/შეცვლა, მართვის მოწმობის შეცვლა და ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა. გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში თქვენ მიერ დაჯავშნილ დრომდე 15 წუთით ადრე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ