03.05.2026 14:21
რომელ კლინიკებშია შესაძლებელი ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში - სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
შეგახსენებთ, რომ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას თბილისის მერია პირველი მაისიდან იწყებს.
უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე, შეირჩა წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
https://tbilisi.gov.ge/img/original/2026/4/28/01_%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98_20260428.pdf?fbclid=IwY2xjawRe69tleHRuA2FlbQIxMABicmlkETFjS2tzWDNRMlFvc3dPUDhsc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHmmXHZcwwloqj0ODuXGpUy-TjO7aPwfTcyKFABGBF0LiF4vw8Fk8CJTRPLfu_aem_Alx0d8cJi0ExjujPi8VhYA
ავტორ(ებ)ი :