აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება 05.05.2026 12:16

შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება.

 

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მოცემულ ვადაში სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სარეგისტრაციო საფასურის დაფარვა.

 

„აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელი წინაპირობაა, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის პროცესის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება. რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

 

აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაასრულონ რეგისტრაცია, დააზუსტონ საკუთარი არჩევანი, მათ შორის აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, არ გადადონ პროცესი ბოლო დღემდე და დროულად დაასრულონ რეგისტრაცია. დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ განცხადებების მიღება აღარ გაგრძელდება", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
5 მაისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°, მთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლერი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; ზოგან +24°-მდე. მთაში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°, ზოგან +13°-მდე. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. დღისით + 22 ღამით +11 გრადუსი იქნება

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ