05.05.2026 14:09
გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
კონკურსის მიზნებია ვატიკანის არქივებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, გაციფრულება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;
ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისადმი ინტერდისციპლინარული და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა;
ახალგაზრდა მეცნიერების შესაძლებლობების განვითარება ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების სფეროში;
კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, ქართული ხელნაწერებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება ეთიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების დაცვით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე:⤵️ https://shorturl.at/VadP1
ავტორ(ებ)ი :